Accentnews.ge
ლევან დავითაშვილი ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა

05/02/2020 11:28:43 ეკონომიკა, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, სასათბურე მეურნეობების, მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს მჭიდრო და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S