Accentnews.ge
ელჩი ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს გერმანიის ერთიანობის დღეზე საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური პარტიები

ელჩი ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს გერმანიის ერთიანობის დღეზე საქართველოს მთავრობა და პოლიტიკური პარტიები

08/10/2024 09:45:31 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებით, 3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ მიიწვიეს.

როგორც მან განმარტა, 26 ოქტომბრის არჩევნები არის „ქართველების და ქართველებისთვის” და გერმანია მასში არ ერევა.

"ნება მომეცით, ორიოდე სიტყვა ვთქვა ქართულ-გერმანული მეგობრობის შესახებ. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ფართო და ღრმაა და ის ყოველთვის ეფუძნებოდა თქვენი – ქართველების სურვილს, იყოთ დემოკრატია, გქონდეთ საბაზრო ეკონომიკა და როგორც თქვენ ეძახით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

გასულ წელს აქ მე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. მან შეაქო ევროკავშირსა და გერმანიასთან პარტნიორობის ღირებულებები და ხარისხი. მე დავეთანხმე, თუმცა ასევე გავაფრთხილე საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის ისტორიული შანსის გამოტოვების რისკზე. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ყველა ჩემ ევროპელ კოლეგასთან, ასევე, საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიდექი თავისუფლების მოედანზე განთავსებულ სცენაზე უამრავი ხალხის წინაშე და ჩვენ ყველა ბედნიერი ვიყავით.

ოჰ, როგორ შეიცვალა დრო.

საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

წელს თქვენ შეამჩნევდით, რომ ჩვენ არ დაგვიპატიჟებია საქართველოს მთავრობის არც ერთი წევრი, საქართველოს პარლამენტის არც ერთი წევრი და საქართველოს პოლიტიკური პარტიის არც ერთი ლიდერი. რატომ? იმიტომ, რომ გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველების და ქართველებისთვის. ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს.

ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე არა", – განაცხადა, საელჩოს ცნობით, ევროპელმა დიპლომატმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S