კობახიძე: "ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა
07/10/2024 17:31:36 პოლიტიკა
"ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანაა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმევა იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადმოდგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის მიმართულებით", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.


