კობახიძე: "ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს"
07/10/2024 16:54:00 პოლიტიკა
"მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ თავისუფლება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, არც მხოლოდ მშვიდობა არ არის ამისათვის საკმარისი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ჩვენს მმართველ გუნდს მის ეკონომიკურ გუნდს ვგულისხმობ, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ეს გუნდი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში გრძელდება ზრუნვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მომავალშიც გააგრძელებს აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. მარტივად შემიძლია გითხრათ, ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.


