Accentnews.ge
კობახიძემ ქართველ ექსპერტებს „ვანგები“ უწოდა

კობახიძემ ქართველ ექსპერტებს „ვანგები“ უწოდა

05/02/2020 08:38:50 საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ექსპერტებს „ვანგები“ უწოდა. მისი თქმით, ექსპერტების პროგნოზი, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, არ გამართლდება.

"საქართველოში ჩვენ გვყავს ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ - არა მარტო არჩევნებთან დაკავშირებით, ზოგადად უჭირთ ამ ადამიანებს პროგნოზების კეთება, იმის გათვლა, რაც ქვეყანაში ხდება და რაც უნდა მოხდეს. ბუნებრივია, ასეთი ადამიანების – ქართველი "ვანგების" კომენტარებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: გუშინ კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება“ "დამაჯერებლად გაიმარჯვებს":

"ჩვენ გვაქვს 60-%–იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც. ყველაფერი იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაზე. საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S