სანდუსა და ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა: "მოლდოვაც და საქართველოც დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდისთვის ემზადებიან"
07/10/2024 11:16:04 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ სანდუ სოციალურ ქსელში წერს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა, ვინაიდან მოლდოვაც და საქართველოც დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ სწრაფვაში", – წერს სანდუ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს იმართება. ამასთან ერთად, ტარდება რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება.


