Accentnews.ge
20 ოქტომბერს თბილისში მარში, „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში მარში, „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება

07/10/2024 08:54:03 საზოგადოება

სადამკვირვებლო კოალიციის - „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოალიცია 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს.

მისი თქმით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

"20 ოქტომბერს, თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელზეც გეპატიჟებით ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით დეტალებს მოგაწვდით უახლოეს დღეებში“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S