Accentnews.ge
თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

07/10/2024 09:29:30 საზოგადოება

თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გარდა ამისა, თბილისში მდებარე ორმა კერძო სკოლამ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებები მიიღო მათ ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ გადაუდებელ ღონისძიებას ატარებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S