Accentnews.ge
აქუბარდია "ოცნებას" ახსენებს, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა დეკემბერში ეწურება

აქუბარდია "ოცნებას" ახსენებს, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა დეკემბერში ეწურება

07/10/2024 07:45:24 პოლიტიკა

დეპუტატი თეონა აქუბარდია "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ სალომე ზურაბიშვილს დეკემბერში საპრეზიდენტო ვადა ეწურება.

„ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს ერთხელ უკვე დამარცხდა და თავად გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ, როდესაც კონსტიტუციის არამხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია “რუსული კანონით”, რაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა და ამაზე ღია პოზიციები მოვისმინეთ ორივე ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ, მათ შორის, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი. ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით“, - თქვა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ.

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში "უნებართვო ვიზიტებია".

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S