Accentnews.ge
ანექსირებულ ყირიმში ნავთობის ბაზა იწვის

ანექსირებულ ყირიმში ნავთობის ბაზა იწვის

07/10/2024 04:39:17 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში აფეთქებების შესახებ იუწყებიან. რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ფეოდოსიის ნავთობის ბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო.

ყირიმის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა ნავთობის ბაზაზე ხანძარი დაადასტურა, თუმცა, გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობის ბაზა სააქციო საზოგადოება „ნავთობის საზღვაო ტერმინალია“, რომელზეც დრონებით დარტყმა იყო 2024 წლის მარტშიც.

დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია, რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S