ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
05/10/2024 15:29:57 საზოგადოება, რეკლამა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა მოისმინა თბილისსა და რეგიონებში არსებულ დევნილთა პოლიკლინიკებში არსებული პრობლემები და საჭიროებები.
„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე, პოლიკლინიკების ეფექტიანი მართვისა და განვითარებისთვის დაისახა სამომავლო გეგმები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.