Accentnews.ge
ევროკომისიამ გაფართოების პროცესში წევრი ქვეყნების გასააქტიურებლად ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა

ევროკომისიამ გაფართოების პროცესში წევრი ქვეყნების გასააქტიურებლად ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა

05/02/2020 07:18:16 საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის გაფართოების პროცესის მართვისთვის ევროკომისიამ შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია, რომელმაც წევრ სახელმწიფოებს უნდა აუმაღლოს ნება, გააქტიურდნენ გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს, - იუწყება "რადიო თავისუფლება".

მისივე ცნობით, პარიზი ამტკიცებს, რომ სკოპიემ და ტირანამ ვერ მიაღწიეს საკმარის პროგრესს კორუფციის შემცირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართული რეფორმების კუთხით. ამ გადაწყვეტილებამ, რომლის ინიციატორი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა საფრანგეთი გახლდათ, იმედი გაუცრუა და შეშფოთება გამოიწვია დასავლეთ ბალკანეთის ექვს სახელმწიფოში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან.

ევროკომისიის დოკუმენტში სახელწოდებით „გაწევრიანების პროცესის გაძლიერება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომელთა პერსპექტივა ევროკავშირში ნდობას იმსახურებს“, ბრიუსელი სთავაზობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უფრო სისტემური წვლილი შეიტანონ გაწევრიანების პროცესში ადგილებზე პირდაპირი ჩართულობის, ყოველწლიური მოხსენებებისა და სექტორალური ექსპერტიზის საშუალებით.

„წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო რეგულარული მონიტორინგი გაუწიონ და მიმოიხილონ საერთო პროგრესი“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

რეფორმების მხრივ წარმატებული ასპირანტი სახელმწიფოებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური სტიმულირების შემდგომი გაზრდა, ხოლო რეფორმების შეჩერება ან უკან დახევა, პირიქით, გამოიწვევს დაფინანსების შეჩერებასა და მოლაპარაკებების შეწყვეტას.

გეგმა ჯერ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ და მოამზადონ დასამტკიცებლად მარტის სამიტისათვის, რომლის შემდეგაც, მაისში დაგეგმილია ევროკავშირ-დასავლეთ ბალკანეთის ლიდერების ზაგრების შეხვედრა.

მხარდაჭერის შემთხვევაში ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება ალბანეთთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, კოსოვოსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან და არა სერბიასა და მონტენეგროსთან მიმართებაში, რომლებმაც უკვე დაიწყეს ბრიუსელთან მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე. ამ ორი ქვეყნისათვის, „სავარაუდო ცვლილებები შესაძლოა, შეთანხმდეს ბელგრადსა და პოდგორიცასთან არსებული ჩარჩოს ფარგლებში“, - ნათქვამია ევროკომისიის ახალი გეგმის პროექტში.

4 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში ევროკავშირის პრეს-მდივანმა ანა პიზონერომ, აღნიშნა, რომ შეთავაზებული იდეით ბრიუსელი ცდილობს, ბლოკთან მიერთების პროცესი „გახადოს უფრო პროგნოზირებადი“ და „დინამიური“, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების პირობები უცვლელი რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S