Accentnews.ge
ენმ კარდენახში საარჩევნო შეხვედრისას მომხდარი ჯგუფური თავდასხმის  შესახებ იუწყება

ენმ კარდენახში საარჩევნო შეხვედრისას მომხდარი ჯგუფური თავდასხმის  შესახებ იუწყება

06/10/2024 18:15:00 პოლიტიკა, სამართალი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, საარჩევნო შეხვედრის დროს პარტიის წევრებზე ჯგუფური თავდასხმის განხორციელების შესახებ იუწყება.

პარტიის წევრი ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დაახლოებით 10-მა თავდამსხმელმა ამ გზით შეხვედრის ჩაშლა სცადა და მის თანაპარტიელებს, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ენმ-ის წევრი ლევან მეტრეველი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მისივე თქმით, არსებობს ინციდენტის ამსახველი კადრებიც და ადვილია თავდამსხმელთა ამოცნობაც.

„შეხვედრა მაინც ჩატარდა. ხალხის რეაქციის გამო თავდამსხმელებს მოუწიათ უკან დახევა. თუმცა მანამდე მოახერხეს და ზიანი მიაყენეს ჩვენს ერთ-ერთ წევრს. ლევან მეტრეველი გადაყვანილია საავადმყოფოში. თუმცა მათი არავის ეშინია და იქვე, ადგილზეც მიიღეს პასუხი. საბოლოო პასუხს კი მიიღებენ 26 ოქტომბერს, ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან ხალხს მობეზრდა პროვოკაციებისა და ზიზღის თესვის ეს მოჯადოებული წრე” – განაცხადა ფავლენიშვილმა.

თავად ლევან მეტრეველის თქმით, მას მიღებული აქვს ტვინის შერყევა, დადგინდა ჰემატომაც და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახის ძვლების მოტეხილობასაც.

"მინდა, მივმართო ყველას, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და არა რუსეთი: ეს არის ის მცირედი ფასი, რომელიც დღეს გადავიხადე იმისათვის, რომ ქვეყანა სწორ გზას დაადგეს და ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე. ამ მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ”. – თქვა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S