Accentnews.ge
გომელაური: შსს "ხარებასა" და ლაგაზაურს ხელფასს "ძალიან კარგად უხდის", "ანაზღაურებას ჩვეულებრივად იღებენ"

გომელაური: შსს "ხარებასა" და ლაგაზაურს ხელფასს "ძალიან კარგად უხდის", "ანაზღაურებას ჩვეულებრივად იღებენ"

05/10/2024 17:57:10 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების სანქცირებულ მაღალჩინოსნებს - ზვიად ხარაზიშვილსა ("ხარებას") და მილერი ლაგაზაურს ხელფასს „ძალიან კარგად უხდის“ და ისინი ანაზღაურევას "ჩვეუებრივად იღებენ". ამის შესახებ „ტვ პირველთან“ საუბარში მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

პირდაპირ პასუხს კითხვაზე, ხელზე იღებენ სანქცირებული ჩინოსნები ხელფასს თუ ბანკში, მინისტრმა თავი აარიდა, თუმცა საბანკო ანგარიშსწორებაზე მიანიშნა და ბანკის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა:

„ბანკში მარტო "ვიზა" ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?! არ ვარ ვალდებული, ყველა თანამშრომელზე ვიცოდე, რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური: თუ მინდა, ავიღებ ერთ ბანკში, თუ მინდა - მეორეში, თუ მინდა - მესამეში. არ ვიცი, რომელ ბანკში იღებენო“.

იხილეთ ასევე: „ხარება“ შსს-ს მიერ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას

კითხვა, რა გზით წარმოებს სანქცირებულ ქართველ ჩინოსნებთან სახელფასო ანგარიშსწორება, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მიმდინარე წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა. მათგან ორი იქცა პირველ ქართველებად, რომლებიც ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" მოხვდნენ.

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს 2023 წლის შემოდგომის დასაწყისში, აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეცვლილი აქვს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული რეგულაცია და დადგენილი, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სასანქციო რეჟიმის აღსრულების დასაწყებად აუცილებელია ამ საკითხზე ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.

ეროვნული ბანკის ეს დადგენილება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სასანქციო რეჟიმთან და ქართულ ბანკებს ორ ცეცხლს შუა აყენებს. საქართველოს საბანკო ასოციაციას ამასთან დაკავშირებით გავრცელებული აქვს განცხადება, რომლის მიხედვით, ქართული საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S