Accentnews.ge
სენატორები: "ზალკალიანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის დასუსტების გამო"

სენატორები: "ზალკალიანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის დასუსტების გამო"

05/02/2020 06:07:18 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ჯიმ რიშის განცხადებით, ზალკალიანთან შეხვედრისას მათ კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება "საქართველოში დემოკრატიის დასუსტების გამო":

„სენატორ შაჰინს და მე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან პროდუქტიული საუბარი გვქონდა. ჩვენს მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ კვლავ გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების გამო. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ არაკანონიერადაა ოკუპირებული. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საკუთარი ღობეების გადაწევას საქართველოში და ყოველ ჯერზე მიწის პატარა ნაკვეთის ანექსიას ახდენს. შეერთებული შტატები კვლავინდებურად ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს გარდაქმნას დემოკრატიისკენ, მაგრამ უნდა ვხედავდეთ პოზიტიურ განვითარებას. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ საქართველო იყოს სრულყოფილი, მაგრამ მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ დემოკრატიისკენ სწრაფვას სერიოზულად უდგება".

სენატორი შაჰინი საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს:

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და საშუალება მომეცა, ჩვენი ქვეყნების პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე მესაუბრა, განსაკუთრებით საქართველოს მხრიდან დემოკრატიისა და კარგი მმართველობის ერთგულების შესახებ. მე და სენატორ რიშს საქართველოს დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერის დიდი ისტორია გვაქვს. 2012 წელს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ისტორიულ არჩევნებში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა და დაიმედებული ვიყავით ამ პროგრესით. როგორც ვთქვით, დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მე ვაგრძელებ მოწოდებას პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობის მიმართ, მყარად შეასრულონ ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუციების განმტკიცების, სასამართლო დამოუკიდებლობის განვითარების, დაპირებულ საარჩევნო რეფორმებში წინსვლისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პატივისცემის მიმართულებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S