აშშ–ის საელჩო: "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ"
04/10/2024 06:49:34 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩო მორიგ "ქარდს" აქვეყნებს.
"დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ" - აცხადებენ დიპლომატიურ უწყებაში.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში "ქართული ოცნების" დაპირება, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების "პასუხისმგებლობის" საკითხის დაყენებაა.
შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე–5 დღეა, საქართველოში აშშ–ის საელჩო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ბრალდებების საპასუხოდ "ქარდებს" ავრცელებს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, "დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი საქართველოს ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში".


