Accentnews.ge
რუსეთის ვორონეჟისა და პერმის ოლქებში ნავთობის ბაზები იწვის

რუსეთის ვორონეჟისა და პერმის ოლქებში ნავთობის ბაზები იწვის

04/10/2024 05:15:17 მსოფლიო

რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა დღეს გამთენიისას "ტელეგრამით" გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, "უკრაინული დრონების მოგერიებისას ერთ-ერთი ჩამოვარდა დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე". მისი ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, დღეს დილით რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გამოაქვეყნა ცნობა, რომ პერმის ოლქში ლოკალიზებულია მასშტაბური ხანძარი. მისი გამომწვევი მიზეზი მითითებული არ არის.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში 10 000მ²-ზე იწვის ნავთობის კერძო ბაზა, სადაც ცეცხლმა მოიცვა საწვავის საცავები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S