Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია აშშ-სა და პარტნიორებს კავკასიისადმი მიდგომის გადახედვისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისია აშშ-სა და პარტნიორებს კავკასიისადმი მიდგომის გადახედვისკენ მოუწოდებს

03/10/2024 19:38:00 პოლიტიკა

ჰელსინკის კომისია სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას "ძალზე სახიფათოდ" აფასებს და მოუწოდებს აშშ-სა და მათ პარტნირებს, რეგიონისადმი მიდგომას გადახედონ.

როგორც ჰელსინკის კომისიის წერილშია აღნიშნული, "იმ ფონზე, რომ რუსეთი რეგიონული კონფლიქტების გაღვივებით სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებას ცდილობს, მისი ისტორიული მოკავშირე სომხეთი მოსკოვს შორდება, აზერბაიჯანი ერთის მხრივ, რუსეთთან კავშირს ზრდის, მაგრამ ამას მის გრძელვადიან პარტნიორთან, NATO-ს წევრ თურქეთთან და ევროკავშირთან თანამშრომლობით აბალანსებს, საქართველო კი რუსეთისა და არალიბერალური ორიენტაციისკენ არის გადახრილი "ქართული ოცნების" მთავრობის პოლიტიკის გამო, რომელიც, როგორც ჩანს, გვერდს უვლის ქართველი ხალხის პროდასავლურ განწყობებს".

"პრორუსული პოზიციისკენ ეს გადახრა სერიოზული შეშფოთების საგანია. შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კავკასიის მიმართ ორმაგი მიდგომა უნდა გამოიყენოს: ერთის მხრივ, გაამკაცროს საპასუხო ზომები დემოკრატიული უკუსვლისთვის და ამავდროულად, უზრუნველყოს მექანიზმები დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა, ძლიერი ინტეგრაციისთვის. წინსვლის გზა ერთად უნდა გავკვალოთ". - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოცქსელ X-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S