Accentnews.ge
ისრაელის არმია ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" ობიექტებზე თავდასხმის შესახებ იუწყება

ისრაელის არმია ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" ობიექტებზე თავდასხმის შესახებ იუწყება

03/10/2024 18:11:56 მსოფლიო

ისრაელის არმია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" ობიექტებზე თავდასხმის შესახებ იუწყება.

"თვითმფრინავმა "ჰეზბოლას" სადაზვერვო შტაბზე განახორციელაეს იერიში. თავდასხმის სამიზნე იყო "ჰეზბოლას" ცენტრალური უჯრედი, რომლის მეშვეობითაც გროვდება მონაცემები ისრაელსა და მის თავდაცვით ძალებზე", – აცხადებენ ისრაელის არმიაში.

"ჰეზბოლა" წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. "ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული აშშ-ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, 1 ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია "ჰეზბოლას" თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S