Accentnews.ge
"სუვერენიტეტის შესახებ" კანონის გამო ევროკომისია უნგრეთს ევროსასამართლოში უჩივის

"სუვერენიტეტის შესახებ" კანონის გამო ევროკომისია უნგრეთს ევროსასამართლოში უჩივის

03/10/2024 13:52:52 მსოფლიო

"სუვერენიტეტის შესახებ" კანონის გამო ევროკომისია უნგრეთს ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ევროკომისია აცხადებს, რომ უნგრეთში "ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ" ახლახან მიღებული კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

"ეს საჩივრები ეხება ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიით გათვალისწინებულ რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას: პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას", - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროკომისია მართალია, უნგრეთს შესაძლოა, დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

"ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ" კანონი გასული წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია "ფიდესის" ინიციატივით იქნა მიღებული. სხვა საკითხებთან ერთად კანონი კრძალავს პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას და ადგენს სისხლის სამართლის ჯარიმებს აკრძალვის დარღვევისთვის. კანონი ითვალისწინებს "სუვერენიტეტის დაცვის სპეციალური სამთავრობო დეპარტამენტის" შექმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პოლიტიკაზე სავარაუდო გარე გავლენას.

ორბანის მომხრეები აცხადებდნენ, რომ კანონი აუცილებელი იყო ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად. თავად ორბანმა არაერთხელ დაადანაშაულა უცხოელი აქტორები, პირველ რიგში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ორბანი განსაკუთრებით აქტიურად აკრიტიკებდა უნგრეთში დაბადებულ ამერიკელ ბიზნესმენ ჯორჯ სოროსს. ორბანის ოპონენტები თვლიან, რომ კანონი პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის მიზნით მიიღო უნგრეთის ხელისუფლებამ, რომელსაც უნგრეთის ოპოზიცია და ევროკომისია ხშირად ადანაშაულებენ დემოკრატიული ნორმების დარღვევაში.

სადავო კანონის მიღების შემდეგ ევროკომისიამ ორჯერ მოუწოდა უნგრეთის ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას.

მანამდე, ევროკავშირმა უნგრეთისთვის განკუთვნილი მილიარდობით ევრო დააყადაღა ბუდაპეშტის მიმართ კანონის უზენაესობის დარღვევის ბრალდებებთან დაკავშირებით. თანხის ნაწილს შემდგომში ყადაღა მოეხსნა, მაგრამ ნაწილი კვლავ გაჩერებულია ბრიუსელის მიერ. უნგრეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისა და კავშირის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებებს რიგი საკითხების, მათ შორის უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გარშემო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S