Accentnews.ge
ნიდერლანდები: დრონების სფეროში უკრაინას ბევრი ტექნოლოგია შეგვიძლია, გავუზიაროთ

ნიდერლანდები: დრონების სფეროში უკრაინას ბევრი ტექნოლოგია შეგვიძლია, გავუზიაროთ

03/10/2024 13:43:35 მსოფლიო

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბევრი ტექნოლოგია და ცოდნა დრონების წარმოების სფეროში, რომელიც შეუძლია უკრაინას გაუზიაროს.

მინისტრმა Ukrinform-თან ხაზი გაუსვა, რომ ნიდერლანდები „აგრძელებს და გააგრძელებს“ უკრაინის მხარდაჭერას. კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი სფერო, სადაც ჰოლანდია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, არის დრონების წარმოება.

„ვხედავთ, რომ დრონები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე. ჩვენ კი ნიდერლანდებში გვაქვს ბევრი ტექნოლოგია და ცოდნა, რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ უკრაინას და რომელიც ჩვენ ასევე შეგვიძლია გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი ინვესტიციით უკრაინასთან ერთად. ამიტომ, ჩვენთვის ესეც მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S