Accentnews.ge
რუმინეთმა უკრაინას Patriot გადასცა

რუმინეთმა უკრაინას Patriot გადასცა

03/10/2024 12:51:07 მსოფლიო

რუმინეთმა უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot გადასცა. ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინე სპინუმ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულენოვან სამსახურს განუცხადა.

„ვადასტურებთ, რომ Patriot-ის სისტემა უკრაინაშია", - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფას უწყობენ ხელს.

„განსაკუთრებული მადლობა რუმინეთს Patriot-ის სისტემისთვის, ჩვენ ერთად შეგვიძლია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ ეფექტურობას - ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ რუსული ტერორი, ერთობლივი ძალისხმევით „შაჰედებისა“ და რაკეტების ჩამოგდებით“, -დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S