Accentnews.ge
რუტე – ზელენსკის: "ჩემი მანდატის დასაწყისში კიევში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ NATO უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს"

რუტე – ზელენსკის: "ჩემი მანდატის დასაწყისში კიევში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ NATO უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს"

03/10/2024 12:08:03 მსოფლიო

NATO-ს ახალი გეენერალური მდივნის თქმით, მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა მისი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემი მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ნათლად მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ NATO უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც NATO-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად მიმაჩნია“, - განაცხადა მარკ რუტემ.

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაში დღეს ჩავიდა.

ეს NATO-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია.

ცნობისთვის: NATO-ს შტაბ-ბინაში, მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის რანგში საქმიანობისას მისთვის პრიორიტეტული იქნება ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S