Accentnews.ge
ცესკო-ს წევრი: ხელმძღვანელები საჯარო მოხელეებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ან ასლებს სთხოვენ

ცესკო-ს წევრი: ხელმძღვანელები საჯარო მოხელეებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ან ასლებს სთხოვენ

03/10/2024 10:07:06 პოლიტიკა, საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრის ანა კობახიძის თქმით, სხვადასხვა ქალაქის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ან ასლებს სთხოვენ და მათ პირად მონაცემებს იწერენ. ამის შესახებ მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებისგან ინფორმაცია გვაქვს, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელები და გამგეობებში შექმნილი არაფორმალური ჯგუფები თანამშრომლებს თავიანთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ან ასლებს სთხოვენ - მათ პირად მონაცემებს იწერენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ საკითხის შესწავლა დავიწყეთ და დეტალურად ვმუშაობთ",- თქვა მან.

კობახიძემ თითოეული საჯარო მოხელე და მათი უშუალო ხელმძღვანელი გააფრთხილა, რომ ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია - განსაკუთრებით, იმ პირადი სახის ინფორმაციის გადაცემა, რომელიც ამომრჩეველთა ერთიან სიაშია შეტანილი.

"ვგულისხმობ: სახელს, გვარს, პირად ნომერსა და დაბადების თარიღს. პირისთვის ასეთი ინფორმაციის მოთხოვნა საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ ამ მონაცემების გამოყენებით, კონკრეტული ადამიანი არჩევნებში მანიპულირებას ცდილობს. ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია დოკუმენტის ჩამორთმევა, რის შემდეგაც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ექნება". - თქვა კობახიძემ.

კობახიძე ცესკოს სთხოვს, მკაცრი საინფორმაციო კამპანია ჩაატაროს ამ საკითხზე, რომ ამომრჩეველმა მეორე პირს მისი პირადი ინფორმაცია არასდროს გაუზიაროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S