
ისრაელში მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო
03/10/2024 06:18:44 სამართალი
ისრაელში, თელ – ავივში, მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც, მათ შორის საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
როგორც დაჯგუფებაში აცხადებენ, ორივე ტერორისტი მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი „ჰამასის“ წევრები იყვნენ.
1 ოქტომბერს თელ – ავივში რკინიგზის სადგურთან სროლის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. 16 პირი დაშავდა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორივე ტერორისტი ლიკვიდირებულია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო "ტერაქტის შედეგად დაღუპული თანამოქალაქის გადმოსვენების შესაძლებლობაზე" მუშაობს.