Accentnews.ge
რუსეთმა კიევსა და ხარკოვს კვლავ შეუტია

რუსეთმა კიევსა და ხარკოვს კვლავ შეუტია

03/10/2024 06:14:20 მსოფლიო

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მორიგი შეტევისას, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმა იყო 2 ოქტომბერს ღამით და 3 ოქტომბრის დილით.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს. ერთ-ერთი 5-სართულიან სახლს მოხვდა. დილით დარტყმა იყო ელექტროგადამცემ ხაზებზე.

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ უკრაინის დედაქალაქ კიევს და კიევის ოლქსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15-მდე დრონი მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S