Accentnews.ge
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის ცენტრზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქის ცენტრზე იერიში მიიტანა

03/10/2024 05:40:35 მსოფლიო

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცენტრზე იერიში მიიტანა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ავიადარტყმის სამიზნე "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ობიექტი იყო.

BBC-ს, Reuters-ის და CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, ეს ობიექტი "ჰეზბოლას" სამედიცინო ცენტრია. შენობა ლიბანის პარლამენტის და გაეროს ოფისის მახლობლად მდებარეობს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 6 და დაიჭრა 11 ადამიანი.

30 სექტემბრის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ისრაელის არმიამ ბეირუთის ცენტრი დაბომბა. მანამდე, "ჰეზბოლას" ობიექტებზე ავიადარტყმები სამხრეთ გარეუბნებში დაფიქსირდა.

"ჰეზბოლა" წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. "ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული აშშ-ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას.

ცნობისთვის: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, 1 ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია "ჰეზბოლას" თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.

ლიბანის მთავრობის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით მილიონი კი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ებრძვის მხოლოდ "ჰეზბოლას" ტერორისტებს და არა ლიბანელ ხალხს, ამიტომ კონკრეტულ რაიონებზე დარტყმამდე ადგილობრივ მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

2 ოქტომბერს ისრაელმა დაადასტურა, რომ "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან მოკლულია ისრაელის არმიის 8 ჯარისკაცი.

"ჰეზბოლა" აცხადებს, რომ მისი მებრძოლები თავდაცვისთვის მზად არიან და საკმარისი იარაღი აქვთ.

"ჰეზბოლას" და მის მოკავშირეს, პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს", რომლებიც ისრაელს მთავარ მტრად მიიჩნევენ, მხარს უჭერს ირანის ხელისუფლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S