Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი: არჩევნები განმსაზღვრელი მომენტი იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

ურსულა ფონ დერ ლაიენი: არჩევნები განმსაზღვრელი მომენტი იქნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

02/10/2024 17:08:25 პოლიტიკა

მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

“ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, უდიდესი პატივისცემა მაქვს საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენი ერთგულებისადმი.

ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში ხდება - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დაუდასტურა "ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება".

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ”.

მანამდე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტი იმყოფებოდა პოლონეთშიც, სადაც პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S