Accentnews.ge
საქართველო ბელორუსი აქტივისტებისთვის არაუსაფრთხო ქვეყნებს შორის მოხვდა

საქართველო ბელორუსი აქტივისტებისთვის არაუსაფრთხო ქვეყნებს შორის მოხვდა

02/10/2024 16:56:23 პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ოფისმა გამოაქვეყნა ბელორუსი აქტივისტებისთვის უსაფრთხო და საფრთხისშემცველი ქვეყნების სია, რომელშიც საქართველო ყვითლად არის მონიშნული.

წითელი ფერით აღნიშნულია განსაკუთრებით საშიში ქვეყნები, მათ შორის - სატრანზიტოდ. ამ სახელმწიფოების ხელისუფლებები აქტიურად თანამშრომლობენ ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმებთან, მათ შორის - საერთო კრიმინალური ბაზების, ინფორმაციის გაცვლის, ექსტრადირების შესახებ შეთანხმებების არსებობისა და სხვა თვალსაზრისით.

ყვითელი ფერით მონიშნული ქვეყნები ნაკლებად საშიშად, თუმცა არაუსაფრთხოდ ითვლება. როგორც სიის დანართშია აღნიშნული, თუკი ბელორუსმა აქტივისტმა იცის ან ეჭვი აქვს, რომ მის წინააღმდეგ თავად ბელარუსში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ან იდევნება, სჯობს, "ყვითელ" ქვეყნებს თავი მოარიდოს. განსაკურებით ეს იმ პირებს ეხებათ, რომლებიც საერთაშორისო დაცვის ქვეშ არიან ან დევნილის სტატუსით სარგებლობენ.

მწვანე ფერით კი უსაფრთხო ქვეყნებია მონიშნული. ესაა დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებშიც ადამიანის უფლებები მყარადაა დაცული.

საქართველო "ყვითელ" ქვეყნებს შორის მოხვდა, ხოლო მისი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონი აფხაზეთი - "წითლებს" შორის.

"თუკი ბელარუსში იდევნებით, საქართველოში შესაძლოა, დაგაკავონ. ამ ქვეყანას ლუკაშენკოს რეჟიმთან ექსტრადირების შესახებ შეთანხმება არ გააჩნია, თუმცა ქართული უშიშროება ბელარუსულთან თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის საფუძველზე ურთიერთქმედებს" - განმარტებულია დანართის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში.

რაც შეეხება აფხაზეთს, მის შესახებ ნათქვამია, რომ ეს არის "დაპყრობილი ტერიტორია, რომლის ხელმძღვანელობა ლუკაშენკოს რეჟიმთან თანამშრომლობს".

სომხეთი სიაში "მწვანე" ქვეყნებს შორის ფიგურირებს, ხოლო აზერბაიჯანი - "წითლებში", სადაც ტრანზიტიც კი საფრთხის შემცველია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S