Accentnews.ge
მიშელი: საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის მისაღებია

მიშელი: საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის მისაღებია

02/10/2024 16:14:10 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, ზურაბიშვილთან შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შედგა.

ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის მისაღებია.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები.

როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს თავისი რეფორმების ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში გაღრმავება სჭირდება.

რეფორმები, კანონის უზენაესობა, და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ გზის ბირთვში არიან.

საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული,” - წერს შარლ მიშელი.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”.

„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ”, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. პრეზიდენტი იმყოფებოდა პოლონეთშიც, სადაც პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S