
ზელენსკი: უკრაინამ 25-ჯერ გაზარდა საბრძოლო მასალის წარმოება
02/10/2024 15:05:12 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმზე უკრაინაში საბრძოლო მასალის წარმოების ზრდაზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ აწარმოა 25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა არტილერიისთვის და ნაღმმტყორცნებისთვის, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში.
„მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინაში ვაწარმოეთ 25-ჯერ მეტი საბრძოლო მასალა არტილერიისა და ნაღმმტყორცნებისთვის, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში. დრონების საერთო რაოდენობა, რომელიც ამჟამად უკრაინაში ყოველწლიურად შეგვიძლია, ვაწარმოოთ, 4 მილიონს შეადგენს და 1,5 მილიონზე უკვე კონტრაქტებია გაფორმებული. უკვე ვიყენებთ უკრაინული იარაღის აბსოლუტურად ახალ კლასს – შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა-დრონს „პოლიანიცას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.