
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა
02/10/2024 13:24:47 ეკონომიკა
2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7327 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.29 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0251 ლარი გახდა.