განათლების მინისტრი იურისტი ალექსანდრე წულაძე გახდა
02/10/2024 10:03:10 პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე გახდა.
იგი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ალექსანდრე წულაძეს 2023 წლის 29 დეკემბრიდან განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
იგი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლამდე, 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობას იკავებდა. 2011 - 2012 წლებში კი ის იუსტიციის მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა.
წულაძის წინამორბედმა გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა.


