Accentnews.ge
სააკაშვილის ინიციატივა: "შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი"

სააკაშვილის ინიციატივა: "შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი"

02/10/2024 09:26:00 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით, "საჭიროა ბევრი ადამიანი საარჩევნო ხმების მობილიზაციისა და დაცვისთვის".

"მე მაქვს შემდეგი მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი. მინდა, მოვუწოდო ამ შემთხვევაში ენმ-ს, ჩვენ ახლა გვჭირდება მოხალისეები, ძალიან ბევრი საარჩევნო მოხალისე, ხალხს სჭირდება დიდი ენერგია. მე მინდა, ადამიანებს ვთხოვოთ, რომ ხელფასის გარეშე გადადონ ეს ბოლო რამდენიმე კვირა, მოიარონ კარდაკარ თავიანთი მეზობლები, მოხდეს საარჩევნო ხმების მობილიზაცია და ასევე, ვიყოთ მზად არჩევნების ხმების დაცვისთვის. თუ ბევრი ხალხი მოვა, ამ არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S