Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება

02/10/2024 09:10:02 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

მანამდე, პრეზიდენტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S