Accentnews.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ისრაელში დაღუპულ თანამოქალაქეზე: "საელჩო მუშაობს გადმოსვენების შესაძლებლობაზე"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ისრაელში დაღუპულ თანამოქალაქეზე: "საელჩო მუშაობს გადმოსვენების შესაძლებლობაზე"

02/10/2024 06:03:04 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო "ტერაქტის შედეგად დაღუპული თანამოქალაქის გადმოსვენების შესაძლებლობაზე" მუშაობს.

"ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ისრაელის ცნობით, 1 ოქტომბერს თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაიჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელიც მოგვიანებით კლინიკაში დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S