ზურაბიშვილი: "ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას მშვიდობა არ მოაქვს"

01-10-2024 18:41:28 ციტატა

"ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავის დახრას არ მოაქვს მშვიდობა, არ უწყობს ხელს რეგიონში არანაირი სახის თანაარსებობას რუსეთთან და რომ ეს არ მუშაობს. არიან ადამიანები, ვინც მსგავს პოლიტიკას უჭერს მხარს, თუმცა ეს ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფია, რომელიც უფრო მეტად ხელისუფლების გარემოცვას წარმოადგენს პრივილეგიების, კორუფციის, ზეწოლის, კომპრომატების გამო. იმის გამო, რომ ხელისუფლებას აღარ შეუძლია მხარდამჭერების მობილიზება, ცდილობს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, სხვადასხვა კანონის გამოყენებით საზოგადოებაზე ზეწოლის განხორციელებას, თუმცა კვლავ, დარწმუნებული ვარ ჩვენს საზოგადოებაში, რადგან ჩვენ გვაქვს საკმარისი ისტორიული გამოცდილება იმის ცოდნისთვის, თუ სად არის ჩვენი მომავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები