Accentnews.ge
იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოვიდა

იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოვიდა

04/02/2020 08:10:46 ეკონომიკა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან 124 534 (ეს მაჩვენებელი 34.9 %–ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს), სომხეთიდან – 91 580 (17.5 %–ით მეტი), რუსეთიდან – 86 884 (1,1 %–ით მეტი), თურქეთიდან კი 75 012 (16,6 %–ით მეტი) საერთაშორისო ვიზიტია განხორციელებული.

ამასთან, უწყების ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებიდანაც. კერძოდ, იანვარში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ იტალია (133.1 %–იანი ზრდა), პოლონეთი (82.9 %–იანი ზრდა), საფრანგეთი (46.8 %–იანი ზრდა), ლიეტუვა (43.7 %–იანი ზრდა), ისრაელი (57.3 %-იანი ზრდა), საუდის არაბეთი (49.8 %– იანი ზრდა), ყაზახეთი (44.8 %–იანი ზრდა), ქუვეითი (44.6 %–იანი ზრდა) და სხვა.

წინასწარი მონაცემებით, სულ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობებიდან 3.3 მილიარდ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო (47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე), ხოლო მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში - 217 მილიონი დოლარი (წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 მილიონით მეტი), - აცხადებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S