Accentnews.ge
ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო

ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო

01/10/2024 05:10:14 მსოფლიო

ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

"ჰეზბოლას" ტერორისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაწყებულია შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზნობრივი რეიდი. სახმელეთო ჯარებს ზუსტი დარტყმებით ეხმარებიან ავიაცია და არტილერია", - ნათქვამია ისრაელის არმიის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ისრაელის არმიის ცნობით, სამიზნედ გამოცხადებული "ჰეზბოლას" ობიექტები საზღვრის მახლობლად მდებარეობს და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს ისრაელის ჩრდილოეთისთვის.

რა ხდებოდა სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე

სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის არმიამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადა. ლიბანის არმიის ქვედანაყოფებმა სამხრეთში, ისრაელის საზღვრის მახლობლად თავისი პოზიციები დატოვეს და ხუთი კილომეტრის სიღრმეში გადაინაცვლეს.

სახმელეთო ოპერაციამდე დაწყებამდე ისრაელის არმიის ავიაცია ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებს სექტემბრის ბოლო ერთი კვირის განმავლობაშიც ინტენსიურად ბომბავდა. 27 სექტემბერს ბეირუთზე შეტევის შედეგად ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.

გაეროს მონაცემებით, ლიბანში ისრაელის ავიადარტყმების რაიონი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

რა არის "ჰეზბოლა"

"ჰეზბოლა" წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს აკონტროლებს.

"ჰეზბოლა" პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" მხარდამჭერია. ორივე მათგანს მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.

ისრაელის გარდა "ჰეზბოლა" ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ს ჰყავს გამოცხადებული. ევროკავშირი ტერორისტულად ცნობს მხოლოდ "ჰეზბოლას" გასამხედროებულ ფრთას.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის შემდეგ ომი გამოუცხადა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" და ღაზას სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, "ჰეზბოლამ" ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთზე არაერთხელ მიიტანა სარაკეტო შეტევა, რასაც ისრაელის საპასუხო დარტყმები მოჰყვა.

2024 წლის 17 და 18 სექტემბერს ლიბანში ჰეზბოლას წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებები (პეიჯერები, რაცია). დაიღუპა 35-ზე მეტი ადამიანი და 3000-მდე დაიჭრა. "ჰეზბოლამ" მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, ომის გამოცხადებად შეაფასა და საპასუხო ქმედებით დაემუქრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S