Accentnews.ge
ზურაბიშვილი - ცესკო-ზე: პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ საჯაროდ გააპროტესტებს, გეშველება

ზურაბიშვილი - ცესკო-ზე: პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ საჯაროდ გააპროტესტებს, გეშველება

30/09/2024 18:12:04 პოლიტიკა

"თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება - თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას", - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას, რომ ქეთევან გორჯესტანი ხმის მიცემას პარიზში შეძლებს:

"თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს), მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება! და სხვა? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენს გვარს, ვერც გამოასწორებთ! და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

თავდაპირველად „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ ფიგურირებენ".

მოგვიანებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ გადაამოწმეს საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები და დაადგინეს, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში, მას რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S