ბერლინში საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება
30/09/2024 12:10:05 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ამ წუთებში ბერლინში მიმდინარეობს.
შეხვედრის ამსახველი კადრები სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.


