
ისრაელის არმია: იემენში დარტყმები განვახორციელეთ
30/09/2024 05:36:19 მსოფლიო
ისრაელის არმია აცხადებს, რომ იემენში მდებარე ჰუთი მეამბოხეების რამდენიმე სამიზნეზე დარტყმები განახორციელა.
"მასშტაბურ საჰაერო ოპერაციაში ათობით საჰაერო ხომალდმა, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებმა, საწვავის და სადაზვერვო ხომალდებმა შეტევა მიიტანეს ჰუთების ტერორისტული რეჟიმის სამხედრო გამოყენების სამიზნეებზე იემენის რას ისას და ჰოდეიდას არეალებში", - აცხადებს არმიის პრეს–მდივანი, კაპიტანი დავიდ ავრაჰამი.
ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლასთან" ერთად იემენელი ჰუთები ირანის მოკავშირეების და მის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ქსელის მოწინააღმდეგეები არიან.
"ჰეზბოლა" გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. "ჰეზბოლას" შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი "შავ სიაში". ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა 27 სექტემბერს ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად დაიღუპა.