
ავსტრიაში გამართული არჩევნების შემდეგ პარტიების ხელმძღვანელები ულტრამემარჯვენეთა ლიდერის წინააღმდეგ ერთიანდებიან
30/09/2024 04:53:22 მსოფლიო
არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლება" (FPO) მმართველ კონსერვატორებს უსწრებს. აღნიშნულის შემდეგ ავსტრიის პარტიების ლიდერები გაერთიანდნენ იმ იდეის უარსაყოფად, რომ კოალიციის შექმნა შესაძლებელია FPO–ს ლიდერ ჰერბერტ კიკლთან.
წინასწარი მონაცემებით, პარტია "თავისუფლებას" ხმების 28,9% აქვს, ხოლო კონსერვატიულ "სახალხო პარტიას" (OVP) - 26,3%.
FPO-ს კოალიციის შექმნა დასჭირდება ერთ ან ორ პარტიასთან საიმისოდ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს და სტაბილური მთავრობა შექმნას, მაგრამ როცა კენჭისყრის შემდეგ პარტიებმა კონსულტაცია გამართეს, ამგვარი კოალიციის შექმნის სურვილი არ გამოუხატავს არც ერთ პოტენციურ პარტნიორს.