
როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის ახალი კვლევა
27/09/2024 17:11:25 პოლიტიკა, საზოგადოება
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საარჩევნო 5%-იან ბარიერს დაახლოებით ექვსი საარჩევნო სუბიექტი ლახავს.
კერძოდ, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 32%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 20%
- კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 11.9%
- გახარია - საქართველოსთვის - 11.9%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.9%
- ლეიბორისტული პარტია - 5%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4.7%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3.6%
- ჩვენ - დავით ქაცარავა - 0.7%
- სხვა პარტიები - 0.3%
ასევე Edison Research-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 37%-ს მიაჩნია, რომ განვითარება სწორი მიმართულებით ხორციელდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research-მა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა. განიმარტა, რომ გამოკითხვა ჩატარდა 10.09 - 22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.