Accentnews.ge
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს

27/09/2024 14:49:05 პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს.

როგორც "აქცენტი"-სთვის გახდა ცნობილი მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

"აქცენტი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, განათლების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ, რომ ამილახვარის გადადგომის შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობა 2023 წლის მარტში დაიკავა. ის მანამდე დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან” და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S