Accentnews.ge
ზელენსკი ტრამპს შეხვდა

ზელენსკი ტრამპს შეხვდა

27/09/2024 14:49:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის.

„ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს იმაზე, რომ ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს და პუტინმა არ შეიძლება რომ გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და თქვენთან „გამარჯვების გეგმის“ დეტალების განხილვა მსურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ამერიკელები წყვეტენ, ვინ გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთო ნაბიჯების განხილვა ნოემბრის შემდეგ, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

„ამიტომ გადავწყვიტე, რომ ორივე კანდიდატს შევხვედრილიყავი“, - განმარტა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, ტრამპმა თქვა, რომ ის „ორივე მხარესთან“ იმუშავებს კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის“, - თქვა ტრამპმა.

ჰარისი: წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობასთან დაკავშირებით არა მშვიდობის, არამედ კაპიტულაციისთვისაა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S