Accentnews.ge
სააკაშვილი: სოხუმი დაეცა იმიტომ, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით

სააკაშვილი: სოხუმი დაეცა იმიტომ, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით

27/09/2024 08:22:40 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას ისაუბრა "ქართული ოცნების" ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე, ომის თემაზე.

„დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. სოხუმი დაეცა იმის გამო, რომ არ იყო საერთაშორისო რადარებზე, 2008-ში ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ იმის გამო, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდით. დღეს საქართველო ისევ გააქრეს რადარებიდან, დღეს საქართველო ისე გარიყულია, როგორც არასდროს.

ჩვენ გვთხოვენ ბოდიშის მოხდას, რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში? გახსოვთ სოხუმის მერი გაბესკირია, რომელსაც უთხრეს ბოდიში მოეხადა, მან უარი თქვა და ამის გამო დახვრიტეს. ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ვინც ქართველების თავებით თამაშობდა ფეხბურთს? იმათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ვინც 2008 წელს ოკუპაციის დროს, გოგო გააუპატიურეს? ამათ უნდა მოვუხადოთ ბოდიში? ომი და უბედურება მოაქვს ივანიშვილს! ივანიშვილი თუ დარჩა რაიმე მექანიზმებით, საქართველოში იქნება სიკვდილი, უბედურება და ძალადობა. მე შეიძლება გამაჩუმონ სასამართლო პროცესებზე, მაგრამ თქვენ ხომ არ გაჩუმდებით, თქვენ ხომ არ დუმხართ?!“- თქვა სააკაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S