
აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) დანერგვა გრძელდება
27/09/2024 06:47:21 პოლიტიკა, რეკლამა
აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) დანერგვა გრძელდება,- იტყობინება ბიუროს პრესსამსახური.
მათი ცნობით, შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) დანერგვის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო შეხვედრების შედეგად დადგინდა ორგანიზაციის ძლიერი მხარეები და გასაუმჯობესებელი მიმართულებები. ამასთანავე, დაიგეგმა სფეროს გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებები.
შეხვედრების შედეგად შემუშავდება ორწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ბიუროში არსებული სერვისების გაუმჯობესებისა და პროცესში მომხმარებლის საჭიროებების მეტად ინტეგრირების სტრატეგია.
შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის პროექტის - „საჯარო სერვისების განახლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, EIPA-სა და „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) „მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების“ პროგრამის (SIGMA) ექსპერტული მხარდაჭერით ხორციელდება.