
აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
26/09/2024 19:35:48 მსოფლიო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ვირტუალური ფინანსური პლატფორმებისა და რუსეთის რიგი მოქალაქეების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვების დაწესების მიზეზად კიბერდანაშაულები და ფულის გათეთრება სახელდება
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, "ფინანსური დანაშაულის აღსრულების ქსელი (FinCEN) აწესებს შეზღუდვებს რუსული ვირტუალური ვალუტის PM2BTC-ის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში ფულის გათეთრებაში აქტიურადაა ჩართული". გარდა ამისა, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) სანქციებს რუსეთის მოქალაქე სერგეი ივანოვის წინააღმდეგ აწესებს, რადგან "ივანოვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფულის გათეთრების პროცესებში".
სანქციები დაწესდება ასევე სენტ-ვინსენტსა და გრენადინების კუნძულებზე რეგისტრირებული ვირტუალური ვალუტის, Cryptex-ის წინააღმდეგ.