Accentnews.ge
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია ცნობილია

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია ცნობილია

26/09/2024 14:30:59 პოლიტიკა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია ცნობილია. მათი სია 155 ადამიანისგან შედგება, ამ დროისთვის კი პოლიტიკურმა გაერთიანებამ 22 პირის ვინაობა გაასაჯაროვა.

სია ასე გამოიყურება:

  1. თინა ბოკუჩავა;
  2. გიორგი ვაშაძე;
  3. სოფო ჯაფარიძე;
  4. კობა ნაყოფია;
  5. გია ჯაფარიძე;
  6. პეტრე ცისკარიშვილი;
  7. გიგი წერეთელი;
  8. ირაკლი ხვადაგიანი;
  9. თამარ კორძაია;
  10. ირაკლი ფავლენიშვილი;
  11. კახაბერ ოქრიაშვილი;
  12. რამაზ ნიკოლეიშვილი;
  13. ეკა ხერხეულიძე;
  14. ლევან ხაბეიშვილი;
  15. ლაშა ბაქრაძე;
  16. ანა წითლიძე;
  17. ლევან ანთაძე;
  18. პაატა მანჯგალაძე;
  19. ლელა ჯეჯელავა ;
  20. გუბაზ სანიკიძე;
  21. დიმიტრი ჩიქოვანი;
  22. გიორგი ჩალაძე.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკო–ში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ეწურებათ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S